გიორგი მღებრიშვილი საკუთარი დროის დათმობას შვილებისთვის აპირებს

Картинки по запросу გიორგი მღებრიშვილისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი კომენტარი „ქრონიკასთან“ გააკეთა.

მღებრიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და სამომავლოდ საკუთარი დროის დათმობას შვილებისთვის აპირებს.

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე და ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. ეს სხვა არავის არც თხოვნა ყოფილა და არც მოთხოვნა. მე ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ… 22-წლიანი მუშაობის შემდეგ, დროა ცხოვრების ნაწილი შვილებს დავუთმო”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, პრემიერმინისტრმა 20 ივლისს დააკმაყოფილა.

გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე ის, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რომელზეც ის გიორგი გახარიამ შეცვალა.

image_pdfimage_print

Comments

comments