ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დ.ღ.–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

sasamartloხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკები. სწორედ აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

image_pdfimage_print

Comments

comments