ირაკლი კობახიძე ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს

Лесные пожары в Грецииსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო  ბერძენ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

„შეძრული ვარ საბერძნეთში ხანძრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს მეგობარ ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ხანძრის დროს დაკარგული ორი ქართველიდან ერთს, მარინა მახარაშვილს მიაკვლიეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარეკონ ცხელ ხაზზე +306995779793 და მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ფაქტებზე.

ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ტყის ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

Лесные пожары в Греции

საბერძნეთში  რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს. გუშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი.

საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა და ხანძართან საბრძოლველად დახმარება სთხოვა.

Лесные пожары в Греции

image_pdfimage_print

Comments

comments