“ხშირად დაიბანეთ ხელები – წელს განსაკუთრებით საშიში შტამებია!”

Похожее изображениеაკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ნაწლავური ინფექციის განსაკუთრებით საშიშ ფორმებთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს.

“მეგობრებო, მაქსიმალურად მიაწვდინეთ ინფორმაცია ახლობლებს: ზაფხულობით, როგორც წესი, გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები; მაგრამ წელს არის განსაკუთრებით საშიში შტამები! ჩემი კლინიკის გამოცდილი და საუკეთესო პროფესორებიც ვერ იხსენებენ ასე მძიმედ მიმდინარე ამდენ შემთხვევას – დაავადების დაწყებისთანავე იწყება თირკმლების უკმარისობა, ხშირად მუცელში სითხის დაგროვება და სისხლი გამონაყოფში…

ინფექციებში და ეპიდემიოლოგიაში ჩემთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა და მეგობარმა, Paata Imnadze მ გამახსენა, რამოდენიმე წლის წინ გერმანიაში გავრცელებული ეპიდემია- ჩვენთან ახლა, ეშერიხია კოლის სწორედ ის შტამებია გამომწვევებიო.

პროფილაქტა პირველ ყოვლისა! ძალიან ხშირად დაიბანეთ ხელები და დაბანეთ ბავშვებს (ბავშვებში, სამწუხაროდ უფრო მძიმედ მიმდინარეობს) და ძააალიან კარგად გარეცხეთ ბოსტნეული, საკვები, გამდინარე ონკანის წყლით!!

პირღებინების, ფაღარათის, სისხლიანი განავლის შემთხვევაში აუცილებლად დასაწყისშივე მიმართეთ ექიმს!! მოეკიდეთ სერიოზულად, სამწუხაროდ ბევრი დამძიმებული ავადმყოფი გვიწევს ამ, თითქოს უმნიშვნელო სიმპტომებით დაწყებული” – წერს სოციალურ ქსელში დავით გადელია.

newposts.ge

image_pdfimage_print

Comments

comments