თბილისში ძლიერი დამტვერიანება შეინიშნება


 დილიდან თბილისში ძლიერი ნისლი და დამტვერიანება შეინიშნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით  შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მსგავსი ნისლი გუშინ აზერბაიჯანის დედაქალაქშიც შეიმჩნეოდა. აზერბაიჯანის ეკოლოგიის უწყების განმარტებით ჰაერის ფერის ცვლილება თურქმენეთის უდაბნოდან წამოღებული მტვრის ჰაერში შერევამ გამოიწვია. მათი ინფორმაციით აზერბაიჯანში ჰაერი 27 ივლისს გაიწმინდება.

თბილისი

ბაქო