იშვიათი მოვლენის მოლოდინში – მთვარის სრული დაბნელება


Похожее изображениеდღეს  თბილისის დროით 21:14 წუთზე დაიწყება მთვარის სრული დაბნელება.

მოვლენა საქართველოდანაც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის სრული დაბნელებები ხშირად ხდება, ამაღამინდელი დაბნელება გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ყველაზე დიდხანს გასტანს 21-ე საუკუნის სხვა დაბნელებებს შორის.

ამავე დროს ,  მარსი ცაზე ბოლო 15 წლის სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს. წითელი პლანეტა ოპოზიციაში მოექცევა, ანუ მარსი და მზე ზუსტად დედამიწის აქეთ-იქით, საპირისპირო მხარეებზე მოექცევიან. მთვარე სრულად დაბნელდება, ანუ მთლიანად მოექცევა დედამიწის ჩრდილში. ამ დროს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მოწითალო შეფერილობას მიიღებს.

სრული დაბნელების პერიოდი 1 საათსა და 43 წუთს გასტანს. როგორც წესი, მსგავსი დაბნელებები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება. დაბნელება პიკს 28 ივლისის 00:21 საათზე მიაღწევს და 03:28 საათზე დასრულდება.

შემდეგი ხანგრძლივი დაბნელება 2025 წელს მოხდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება.

მთვარის დაბნელება ხილული იქნება აფრიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც. ამინდის პროგნოზის მიხედვით, მთვარის დაბნელების დროს საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცა მოწმენდილი იქნება.