ლევან ხაბეიშვილი: "მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ..."


Похожее изображение“მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ და მოეჩვენებათ, რომ ხაშლამას და გოჭს ჭამენო”  – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაიბის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, საკრებულოს მიერ დედაქალაქის ბიუჯტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ქართული ოცნების” ახსნა არის, რომ 16 მილიონი არ ჰყოფნის მერიის ადმინისტრაციას, ერთი მილიონი უნდა დავამატოთო, ლონდონზე მეტი ავტომობილი რომ გვყავს, არ გვყოფნის, ერთი მილიონი უნდა დავამატოთო, პიარი ხომ გვჭირდება ნახევარი მილიონი უნდა დავამატოთო. მერე რა მოხდა 1.13 ლარად თუ იკვებება 40 000 მოქალაქე, პიარს გავაკეთებთ და მოეჩვენებათ, რომ ხაშლამას და გოჭს ჭამენო. ეს დამოკიდებულება აქვს დედაქალაქის მერიას და ბოდიშით, ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

commersant.ge