ირაკლი კობახიძე მზად არის „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის საკითხზე ირმა ინაშვილს შეხვდეს

ირაკლი კობახიძე-ის სურათის შედეგისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  მზად არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს შეხვდეს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ირმა ინაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობას სააკაშვილ-ბოკერიას შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრა სთხოვა.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ირმა ინაშვილის განცხადების იმ ნაწილს, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვიცე-სპიკერებთან თათბირსა და შეხვედრას არ მართავს. მისი თქმით, სპიკერატთან კონსულტაციები ბიუროს ფორმატში იმართება.

„ქალბატონო ირმა, რაც შეეხება ფორმატს, ფორმატი რეგლამენტით განსაზღვრულია. ეს ბიუროს ფორმატია, სადაც კონსულტაციები სპიკერატის, ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების მონაწილეობით წარიმართება. შესაბამისად, საშუალება გვაქვს, კოორდინაცია და კომუნიკაცია იმ ფორმატში გვქონდეს. რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრისთვის მზად ვარ. ეს შემიძლია მოგახსენოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა ირმა ინაშვილი პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას მხარი დაუჭირონ, რომელიც  ითვალისწინებს „2004-2012 წლების სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ მმართველობისა და რეჟიმისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას“.

“პარლამენტს წინა წლებში მიღებული აქვთ დადგენილება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა დადასტურებული აქვს. სწორედ ამ პარლამენტმა დაადასტურა, რომ 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს. ასევე, პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით ქვეყანაში წამების ფაქტები დაადასტურა და ამ დადგენილებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ წამების ფაქტებს ორგანიზებას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები უწევდნენ. ახლა მე თქვენ, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას გეკითხებით – ეს დადგენილებები სახეზე გვაქვს, თუ პოლიტპატიმრები არსებობდნენ, თუ წამების ფაქტებს ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა და ეს სისტემური დანაშაული იყო, რაც პარლამენტმა დაადასტურა, მაშინ დამნაშავეები რატომ არ უნდა დაისაჯონ და ფიგურანტები რატომ არ უნდა გამოიკვეთონ. თუ თქვენ გინდათ მუდმივ რეჟიმში გვაყურებინოთ თქვენ და ბოკერიები ერთმანეთს როგორ ეჟღურტულებით. ძალიან გთხოვთ, ეს მარაზმი დაასრულეთ“, – მიმართა უმრავლესობას ინაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments