“უცხოელი კოლეგები დადებითად აფასებენ გადაწყვეტილებას, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ გვეყოლება”


Картинки по запросу არჩილ თალაკვაძესაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  არჩილ თალაკვაძეს განცხადებით,  უცხოელი კოლეგები დადებითად აფასებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.

„მათ ქონდათ დადებითი რეაქცია და თქვეს, ეს არის სამაგალითო და დემოკრატიული ნაბიჯი, რომ მმართველი პარტია არჩევნებში აძლევს შესაძლებლობას სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვონ.

თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ამ ორი დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებას გავასაჯაროებთ. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გვექნება მსჯელობა და გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, მაგრამ ამ არჩევნებში კანდიდატურას რომ არ ვაყენებთ, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. კანდიდატებს აქვთ შანსები, გაიმარჯვონ პირველ ტურში, თუმცა თუ იქნება მეორე ტური, ესეც დემოკრატიული პროცესისთვის არის ნორმალური”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ 9 სექტემბერს გაიმართება.