ჩინეთში 3-D პრინტერით ხელოვნური კაპილარი შექმნეს


ჩინეთში სამშრიანი სისხლძარღვის შესაქმნელად მეცნიერთა ჯგუფმა ბიოლოგიური 3-D პრინტერი გამოიყენა.
ორგანიზმში მათი იმპლანტაციის მეშვეობით ახალი სისხლძარღვები და არტერიები წარმოიქმნება.
ჩინელი მეცნიერების მტკიცებით ყველა ეს პრობლემა გადაჭრილია სპეციალური პრინტერის წყალობით. სამშრიანი კაპილარების ანალოგს თავდაპირველად კლინიკურ ცდას ცხოველებსა და ადამიანზე ჩაუტარებენ. უახლოეს მომავალში ამობეჭდილ სისხლძარღვებს ვირთხებს გადაუნერგავენ და ახალი არტერიების წარმოქმნას დააკვირდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით კაპილარებისა და არტერიების შეცვლისას პაციენტს მათი ორგანოებიდან ან დონორის მიერ გაღებულ სისხლძარღვებს უნერგავენ. გახდება თუ არა ეს ხელოვნური ორგანოების და თვით ხელოვნური ორგანიზმის შექმნის პრეცედენტი, ჯერ–ჯერობით უცნობია.