ქუთაისში აქცია-მსვლელობა „იმოქმედე კლიმატისთვის“ გაიმართა

ქუთაისში სახელწოდებით „იმოქმედე კლიმატისთვის“ აქცია-მსვლელობა გაიმართაქუთაისში სახელწოდებით – „იმოქმედეკლიმატისთვის“ აქცია-მსვლელობა გაიმართა.

პარლამენტის შენობასთან აქციის ორგანიზატორებმა მიმართვა გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ადგილობრივი პოლიტიკის პრიორიტეტი გახდეს, ქალაქებმა 2050 წლისთვის 100 %-იან განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლა დაიწყონ და უარი თქვან წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე.

მსვლელობის მონაწილეთა განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო მეტი ბუნებრივი კატასტროფა ფიქსირდება. მეცნიერები კი, ამტკიცებენ, რომ ამინდების მკვეთრი გაუარესება კლიმატის ცვლილებების შედეგია, რაც უფრო მეტ წიაღისეულს და საწვავს ხარჯავს კაცობრიობა, მით უფრო ცხელდება დედამიწა.

კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგი“-სა და „350.org-საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა.

image_pdfimage_print

Comments

comments