ბელარუსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარს აცხადებს

Похожее изображениеბელარუსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტებზე უარი თქვა. როგორც მინსკში განაცხადეს, ამის მიზეზი ფონდის მიერ რეფორმების განხორციელებისთვის დაწესებულ ვადებზე შეუთანხმებლობა გახდა.

„როგორც ბელარუსის მთავრობის მეთაურმა თქვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ითხოვდა, რომ რეფორმები იმაზე უფრო მოკლე ვადაში განხორციელდეს, ვიდრე ეს მანამდე მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ეს კი პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, მოსახლეობისთვის „შოკისმომგვრელი“ იყოს“, – განაცხადა ბელარუსის ფინანსთა მინისტრმა, მაქსიმ ერმალოვიჩმა.

მაქსიმ ერმალოვიჩის თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ბელარუსი ორი მილიონი დოლარის ღირებულების სუვერენული ობლიგაციების გატანას რუსეთისა და ჩინეთის ლოკალურ ბაზრებზე გეგმავს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2019 წელს ბელარუსი ევროობლიგაციების განთავსებას არ აპირებს.

„დოიჩე ველე“

image_pdfimage_print

Comments

comments