პარლამენტში ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს

Похожее изображениеადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. 

ცვლილების თანახმად, ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს გარკვეული უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდებათ. კერძოდ, საუბარია მართვის მოწმობის, საჯარო სამსახურში დასაქმებისა და იარაღის ტარების 3-წლიანი შეზღუდვის მოხსნაზე. ამ უფლებების შეზღუდვაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.

ახალი რეგულაციები ძალაში ნარკოპოლიტიკის ახალ კანონპროექტთან ერთად უნდა შევიდეს.

ინიციატორების განმარტებით, მოსამართლეს უნდა მიეცეს უფლება, ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ პირს შეუზღუდავს თუ არა საჯარო სამსახურში დასაქმების, იარაღის ტარების ან მართვის მოწმობის აღების უფლებას. აქამდე მსგავსი შეზღუდვა ავტომატურად ნარკოდანაშაულისთვის და მოხმარებისთვის დაკავებულ პირს ავტომატურად ეხებოდა და მისი ხანგრძლივობა 3 წელია.

ინიციატორები ცვლილებას იმით ხსნიან, რომ ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციის მეტი საშუალება უნდა მიეცეთ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მსჯელობა რამდენჯერმე გადაიდო.

image_pdfimage_print

Comments

comments