გამბიაში ჰომოსექსუალები სამუდამო პატიმრობით დაისჯებიან

აფრიკის დასავლეთში არსებული ყველაზე პატარა სახელმწიფოს გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ ჰომოსექსუალიზმისთვის სამუდამო პატიმრობის განმსაზღვრელ კანონს მოაწერა ხელი.
დარჩენილი ცხოვრების დღეები ციხეში შესაძლოა გაატარონ, გეებმა, ლესბოსელებმა, პირებმა, რომლებმაც არაერთხელ მოიხადეს სასჯელი არატრადიციული კავშირისთვის და ასევე შიდცით დაავადებულებმა.
კანონპროექტის ამოქმედებისთანავე უკვე რამოდენიმე ადამიანი დააკავეს სოდომური კავშირის ბრალდებით. 2008 წელს სახელმწიფოს მეთაურმა ყველა ჰომოსექსუალისტსა და ლესბოსელს ქვეყნის დატოვება ურჩია, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის მოკვეთით დაემუქრა.
ახალი კანონის მიღებამდე გამბიაში არატრადიციული ორიენტაციი ადამიანებისთვის 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული.

image_pdfimage_print

Comments

comments