„ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებს აშშ-მა შესაძლოა სანქციები დაუწესოს“

Похожее изображение
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანის თქმით .ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მოხვედრილ პირებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სანქციები დაუწესოს. 
როგორც ზალკალიანი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მხარდამჭერ აქტში, რომელიც უკვე ინიცირებული გახლავთ.

„ეს არის რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა მიერ არის ინიცირებული. მას უკვე აქვს რამდენიმე კონგრესმენის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იმედია მომავალშიც გაგრძელდება. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-სთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო და ფაქტობრივად გზავნილი ყველას მიმართ, ვინც კი შეეცდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარად გაგრძელებაა იმის, რომ 2017-18 წლების ასიგნებათა აქტში, რომელიც საკანონმდებლო დოკუმენტია, არის მკაფიო ჩანაწერი არაღიარებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

ჩვენ გვაქვს აქტიური მხარდაჭერა და პრემიერის ვიზიტის ფარგლებში, ბუნებრივია საუბრის ერთ-ერთი მთავარი იქნება საქართველოს ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. არსებობს ასევე საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ინიცირებულია და ძლიერი რეზოლუციაა. გარკვეული პროცედურებია საჭირო ამ რეზოლუციის გასასვლელად, რომელშიც საუბარია „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიაზე“ და შესაძლო ფინანსურ შეზღუდვებზე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, ვინც მოხვედრილი არიან ამ სიაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

image_pdfimage_print

Comments

comments