თბილისობა 6–7 ოქტომბერს გაიმართება

Картинки по запросу თბილისობათბილისობა წელს 6-7 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობა სამომავლოდ ყოველი წლის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ამის  შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ თბილისობის თარიღი იყოს ფიქსირებული, განსაკუთრებით გვთხოვენ ტურისტული კომპანიები და მინდა განვაცხადო, რომ ამიერიდან თბილისობის დღესასწაული ყოველთვის გაიმართება ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შემოდგომაზე დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისს ქეთი მელუა და Tiger Lillies-ი ესტუმრებიან. დედაქალაქში უკვე ჩამოვიდა მიხეილ ბარიშნიკოვი.

image_pdfimage_print

Comments

comments