მუნიციპალური პარკირების ადგილებს გაანთავისუფლებენ

Похожее изображениеთბილისში 2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა. კახა კალაძის თქმით, ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებულია და გადავუგზავნით პარლამენტს. კახა კალაძემ პარლამენტს კანონპროექტის მხარდაჭერა სთხოვა.

 

„ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, ხშირ შემთხვევაში, ე.წ. სტაიანშიკებს, მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი საპარკინგე ადგილები. ეს  მუნიციპალური საპარკინგე ადგილებია, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც მართლა იხდის პარკინგის საფასურს. ამ კერძო პირებს მიზანმიმართულად  აქვთ ჩაკეტილი  საპარკინგე ადგილები და იყენებენ სათავისოდ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია…

ადამიანებს, ვინც მართლა პატიოსნად იღებენ პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ.  იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. კანონით, ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

image_pdfimage_print

Comments

comments