შვრიის ფანტელებში საშიში ნივთიერება გლიფოსატი აღმოაჩინეს

Похожее изображениеრა გაეწყობა, თანამედროვე სამყაროში თითქმის აღარ არსებობს უსაფრთხო საკვები, რაც ჩვეულებრივი შვრიის ფანტელების მაგალითზე ჩანს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ შვრია გლიფოსატს შეიცავს. ეს საშიში ჰერბეციდია, რომელსაც სარეველა ბალახთან საბრძოლველად იყენებენ. ექსპერიმენტის ფარგლებში სხვადსახვა სავაჭრო ნიშნის შვრიის პროდუქტის 45 სახეობა შემოწმდა, მათ შორის შვრიის ფანტელები,შოკოლადის ბატონები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის განკუთვნილი მზა პროდუქტები. შედეგად 42 ნიმუშში გლიფოსატი აღმოაჩინეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ჯანმრთელობისთვის შხამიანი ქიმიკატის გამოყენების რისკი კომპანია „მონსანტო“–მ (Monsanto) განგებ მიჩქმალა. გლობალური კორპორაციები ადამიანებს წამლავაენ და დიდ სარგებელს იღებენ.

ჯერ კიდევ 2015 წელს გლიფოსატი კანცეროგენულ ჰერბეციდად ცნეს. ბოლო კვლევების თანახმად, მისი შემცველობა შვრიის ფანტელებსა და მარცვლეულ ბატონებში დასაშვებ ნორმებს აჭარბებს. წესით კი, ეს ნივთიერება საერთოდ არ უნდა იყოს საკვებ პროდუქტებში.

ამგვარად მოსაზრება, რომ შვრიის ფაფის მირთმევა ჯანსაღი კვების მაჩვენებელია, სამწუხაროდ, მცდარია.

image_pdfimage_print

Comments

comments