რენუარის ცნობილი ტილო პატრონს დაუბრუნდა

რენუარირენუარის ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ფაშისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოიპარეს, იმ ებრაელ ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც ის თავდაპირველად ჰქონდა შეძენილი.

ძველი მფლობელის შვილიშვილს ფერწერული ტილო, სახელად „ორი ქალი ბაღში“ ნიუ-იორკის ებრაული მემკვიდრეობის მუზეუმში გადაეცა. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

„ჩემს საყვარელ წინაპრებს ვეტყვი იმას, რომ იცოდნენ, სამართალი აღსრულდა,”- თქვა სილვია სალიცერმა.

მისი ბაბუა ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერი ალფრედ ვეინბერგერი იყო, რომელმაც მხატვრული ნამუშევრები მეორე მსოფლიო ომის დროს, პარიზის ერთ-ერთ ბანკში, ფაშისტების ოკუპაციამდე გადამალა. ომის შემდეგ მან საკუთარი კოლექციის დაბრუნება ვეღარ შეძლო.

ეს ტილო პიერ ოგიუსტ რენუარის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი იყო, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1919 წელს დახატა. ტილო ბოლო 70 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიყიდა და რამდენიმე კონტინენტი მოიარა. მათ შორის, იმოგზაურა სამხრეთ აფრიკაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში და ბოლოს, 2013 წელს, ამერიკაში აღმოჩნდა. სილვია სალიცერის თქმით, ბაბუის კოლექციიდან დაკარგულია რენუარის კიდევ 4 ფერწერული ტილო.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments