“თბილისის მედიაფორუმი მოწინააღმდეგებმა „კრემლის პროპაგანდისტების ფორუმად“მონათლეს


Похожее изображениеრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ ორგანიზებული მედიაფორუმის შესახებ განცხადება გააკეთა.

უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ღონისძიება ჩაფიქრებული იყო როგორც პლატფორმა რუსულ-ქართული პოზიტიური დღის წესრიგის განსახილველად.

„სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგებმა წინასწარ მონათლეს ღონისძიება „კრემლის პროპაგანდისტების ფორუმად“, – განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას მტკიცებით, პირადად მან ფორუმის შესახებ მედიიდან შეიტყო.

„ჩვენი აზრით, არანაირ „კრემლის პროპაგანდისტებს“ ამასთან კავშირი არ აქვთ. პირიქით, უნდა მივესალმოთ მრავალმხრივი დიალოგის, დალაგების ნებისმიერ მცდელობას, როდესაც საუბარია აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობაზე. ეს მოსაზრებები შესაძლოა, იყოს განსხვავებული, ზოგისთვის უსიამოვნო, თუმცა ჩართული მიკროფონებით, მაგიდასთან ნებისმიერი საკითხის განხილვაა შესაძლებელი, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ექსპერტ–ჟურნალისტების საზოგადოებაზე.

რა უნდა იყოს ამაში ცუდი – სრულიად გაუგებარია. ცუდია, როდესაც ართმევენ და თიშავენ მიკროფონს, ითხოვენ აკრედიტებული ჟურნალისტების გაძევებას, არ უშვებენ მათ ღონისძიებაზე. საჭიროა, არა ხელის შეშლა, არამედ, პირიქით, რეგიონის ქვეყნებსა და ერებს შორის კავშირების ჰარმონიზაციის ხელშეწყობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ მედიაფორუმი რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსდა. ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

1tv.ge