ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში 28 სექტემბერს დააბრუნებენ

Картинки по запросу წმ.ქეთევან დედოფლის ნაწილებისაქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 28 სექტემბერს, გამთენიისას საქართველოდან ინდოეთში დააბრუნებენ. ინფორმაცია საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

18-21 სექტემბერს წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სულთმოფენობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული;

21-24 სექტემბერს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში;

24-26 სექტემბერს – ალავერდის მონასტერში;  26 სექტემბერს, ქეთევანობას კი ეროვნულ მუზეუმში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის 6 მარტს მიმართა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში გასული წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.

image_pdfimage_print

Comments

comments