ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირებაა

Похожее изображениеსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ 2017 წელს სუნელებში 2017 წელს, ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო და ამ კუთხით უკვე ზომები მიღებულია.

ამის შესახებ ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებმა ლეილა ტაბატაძემ და მამუკა კოტეტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, სურსათში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 2017 წლის ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარდა. ლეილა ტაბატაძის თქმით, ტყვიის ყველაზე დიდი შემცველობა სუნელებში დაფიქსირდა, ამის მიზეზი კი არა ნიადაგი, არამედ ფალსიფიცირება იყო.

“განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებს. ჩვენი ანალიზით, სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფული შემცველობა გარემოდან არ უნდა იყოს განპირობებული, თუ გავითვალისწინებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს ნიადაგსა და ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, სადაც საშუალო მონაცემები ნორმას არ აჭარბებს. სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ნიადაგიდან მცენარეებში ტყვიის შეთვისების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია.

ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად დაკავშირებულია ფალსიფიცირებასთან. ეს დაადასტურა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც, რომ სუნელებში აღმონდა საღებავები და თანაც არასაკვები საღებავები. უკვე მიღებულია გარკვეული დროებითი ზომები სუნელების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებიც საიმედოა. ასეთი დარღვევები დიდი რაოდენობით აღარ არის“, – განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.

ინტერპრესნიუსი

image_pdfimage_print

Comments

comments