სიღნაღი ფოტოგამოფენას „დიეგო და ფრიდა. ღიმილი შუა გზაზე“ მასპინძლობს

На данном изображении может находиться: 2 человека, люди улыбаются, текстსიღნაღის მუზეუმში დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმიდან (Museo Casa Estudio Diego Rivera y Frida Kahlo) ფოტოგამოფენა  „დიეგო და ფრიდა“. ღიმილი შუა გზაზე“ გაიხსნა. პროექტი  საქართველოს ეროვნული მუზეუმის, მექსიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიციაზე სტუმრები იხილავენ ფრიდასა და დიეგოს ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ 100-მდე ფოტონამუშევარს. მექსიკის ხელოვნების ისტორიაში გამორჩეული წყვილის ყოველდღიური ცხოვრება, ხელმეორედ ქორწინება, სახელოსნოში მუშაობის პროცესი მოექცა არაერთი ფოტოგრაფის ობიექტივში. მათ შორის არიან: გილერმო კალო, პიტერ ჯული, გილერმო ზამორა, ნიკოლა მიურეი, ედვარდ ვესტონი, მანუელ ალვარეს ბრავოსა და ხუან გუსმანი.

დიეგიოსა და ფრიდას ურთიერთობა 25 წელს გაგრძელდა – ქორწინებიდან (1929) ფრიდას გარდაცვალებამდე (1954). ქორწინება სავსე იყო სიყვარულით, სიძულვილითა და ბრძოლით. ისინი არაერთხელ გაშორდნენ და შერიგდნენ. უთანხმოებებისა და განშორებების მიუხედავად, ორივემ ისწავლა თუ როგორ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი და შეენარჩუნებინათ ურთიერთობა.

გამოფენა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ მე-20 საუკუნის ამ გამორჩეული წყვილის ცხოვრებას უნიკალური ფოტომასალის საშუალებით.მე-20 საუკუნის ამ ცნობილი წყვილის პირადი ცხოვრების ამსახველი გამოფენა პირველად 2002 წელს მოეწყო დიეგო რივერასა და ფრიდა კალოს სტუდია-მუზეუმში. მას შემდეგ გამოფენა მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში.

image_pdfimage_print

Comments

comments