მომავალი წლიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება


Похожее изображениеსაქართველოში პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება და 200 ლარი გახდება. ცვლილებას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს.

მომავალ წელს საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1.925 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წელს ამ კუთხით დაფინანსება 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოში პენსია 180 ლარამდე 2016 წლის ივლისიდან გაიზარდა.

28 სექტემბერს გაირკვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონი ლარით გაიზრდება. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ განხილვების პროცესში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა აქვს.