ტაქსის მფლობელებს მანქანის გადაღებვის ვაუჩერებს გადასცემენ


კალადძე 22019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ. ამასთან დაკავშირებიტ მერია ავტომობილის გადაღებვის ვაუჩერს გადასცემს ტაქსის იმ მფლობელებს, რომელთაც ლიცენზია 10 ოქტომბრამდე ექნებათ, აქვთ  ჩატარებული ტექდათვალიერება, მანქანა კი ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანია. 

დედაქალაქის მერის  თქმით, ვაუჩერებისთვის თანხა  ბიუჯეტიდან  არ დაიხარჯება, არამედ გამოცხადდება კონკურსი და ამ კონურსში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს ტაქსების შეღებვას. სანაცვლოდ კი ამ კომპანიას ექნება უფლება ამ ავტომობილებზე 2 წლის განმავლობაში განათავსოს რეკლამა.

“1 ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12000-მდე ნებართვა და ახლაც მიმდინარეობს ნებართვის გაცემა მსურველებზე, ამის პარალელურად, იცით, რომ 1 ოქტომბრიდან, თბილისში უკვე მოძრაობენ რეგისტრირებული, ლოცენზიის მქონე ტაქსები და კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისით განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, მათ ამ სერვისის გაწევისთვის გამოეწერებათ ჯარიმა 200 ლარი”, – აღნიშნა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი 27 ივლისს დაამტკიცა.რეგულირების მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და საჭისა და კარების გარდა, ყურადღება ტაქსის ფერსაც მიექცევა.