საქართველოში სტევიას გამრავლებით დაინტერესდნენ

Похожее изображениеგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ბუნებრივი დაბალკალორიული დამატკბობელის, სტევიას (Stevia Rebaundiana) ბიოლოგიური მახასიათებლები, მისი უპირატესობები და წარმოების პოტენციალის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე სტევიას მოყვანის ტექნოლოგიური ინსტრუქცია პროფესორმა ალეკო კალანდიამ წარმოადგინა, რომლის განცხადებითაც, მცენარეს არაერთი უპირატესობის გათვალისწინებით, მისი გამოყენება კვების მრეწველობაში სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება. სტევია დაბალკალორიული მცენარეა, რომელიც არ შეიცავს ნახშირწყლებს, გაცილებით ტკბილია, ვიდრე სუფრის შაქარი და მისი მიღება დაშვებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვისაც. 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სტევიას სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, შესაბამის სამსახურებს მცენარის მოვლა-მოყვანის ხელშემწყობი პროგრამის შემუშავება დაავალა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments