“არასამთავრობოები ძირითადად ნაციონალების მიერა არიან შექმნილი”

კალაძედედაქალაქის მერმა  კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან შექმნილი, მათი ხელდასმულები არიან და დღეს ან ხიბლში არიან ან ვალში.

„ყოფილ პროკურორს უნდა ახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, რომ გააკეთოს არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატზე. ეს ადამიანები არიან წარსულში ჩარჩენილები, ცდილობენ, დღეს უკვე იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებიან, გარკვეულწილად მოახდინონ ზეწოლა საზოგადოებაზე და შეუზღუდონ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა. ჩვენ საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მივახდინოთ ერის გაერთიანება, ჩვენ არ გვჭირდება დაყოფილი საზოგადოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

არასამთავრობო სექტორი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო არასამთავრობო სექტორის იდეა ზიანდება. მან ასევე “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას Facebook-პოსტს გამოეხმაურა  და აღნიშნა,  რომ ნიკა გვარამიას განცხადება ხელმოცარული ფაშისტის განცხადებაა.

შეგახსენებთ, რომ Facebook–პოსტში ნიკა გვარამიამ დაწერა, რომ ყველა ვინც ზურაბიშვილს უჭერს მხარს და მის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ისინი “მოღალატის გვერდში მდგომი ხალხია”. ხოლო არასამთავრობოები ირაკლი კობახიძის კრიტიკას მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

image_pdfimage_print

Comments

comments