კანაფის კანონპროექტის გადავადება არჩევნებს არ უკავშირდება - უმრავლესობა


marihuana_stop_zakaz_logo_11_0პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. “ნაციონალური მოძრაობის” ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”კანონპროექტის განხილვის  გადავადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მოახლოებული არჩევნების გამო გადაგეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაყალბების გზით გაიმარჯვოს და შემდეგ კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა დააკანონოს. ოპოზიციის საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვის გადავადება არჩევნებს არ უკავშირდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ ფართო კონსულტაციები უნდა გაიმართოს , მათ შორის ეკლესიასთან.

თუმცა განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობაში ისევ არსებობს. მაგალითად გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ კანაფის მოყვანა-კულტივაციის პროექტს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს. კანონპროექტის წინააღმდეგია “მწვანეთა მოძრაობის” ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძეც.  როგორც შს მინისტრი გიორგი გახარია კი აცხადებს, ამ საკითხზე მსჯელობა საზოგადოებასთან კონსენსუსის მიღწევამდე გაგრძელდება და “ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროშიც”.

კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საპატრიარქო კანონპროექტის უკან გაწვევას ელოდება.  კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.