მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა


მაია ოთინაშვილი - რუსულ ბაზაზე თვალებახვეული გადამიყვანესოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი „სასჯელი“ მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. ამასთან, ე.წ. სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

„რუსულ ბაზაზე ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე. აქედან დაკავების დროს ძალის გამოყენებით გადამიყვანეს. კარგად არ მესმოდა, რუსულად რას ლაპარაკობდნენ. მოჰქონდათ რაღაც ფურცლები და ხელს მაწერინებდნენ. ბაზიდან ცხინვალის იზოლატორში გადამიყვანეს, ოთხი დღე იქ ვიყავი. მეხუთე დღეს სასამართლო გვქონდა. ერთთვიანი შეგვიფარდეს და მას შემდეგ ციხეში ვიყავი. ორი სასამართლო პროცესი იყო. ერთწლიანი პირობითი მომისაჯეს. განმიმარტეს, რომ ექვსი თვე არ უნდა ჩავიდინო ეს დანაშაული, ისინი რასაც ეძახიან დანაშაულს. თუ მერე კიდე დავიჭერთ, მერე გაგასამართლებთო. ყველაზე ძალიან ჩემი სახლი და ბავშვები მენატრებოდა“, – განაცხადა მაია ოთინაშვილმა.

ოსური მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს. საოკუპაციო ძალებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.

1tv.ge