ივანიშვილი ლარის დევალვაციის პროცესს გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ივანიშვილის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და ეს პრობლემა აჟოტაჟში გადაიტანა.
ივანიშვილმა ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობდა, როდესაც განაცხადა, რომ ლარი ჯანსაღად იქევა.
“როდესაც ვთქვი, რომ ლარი იქცევა ჯანსაღად და კარგად, ამის შემდეგ ვთქვი, რომ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, შემდეგ წერილი მივწერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. მე ვიყავი სრულიად თანმიმდევრული. როდესაც რყევები დაიწყო ლარი ჯანსაღად მოიქცა და გაუფასურდა დოლართან, ეს ყველაფერი ეკონომიკას და ეროვნულ ბანკს მივაწერე, ეროვნულმა ბანკმა კი დააგვიანა და ეს ყველაფერი აჟიოტაჟში გადაიტანა. მე მივეცი ეროვნულ ბანკს სწორი შენიშვნა, და ვიყავი თანმიმდევრული,”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილი აცხადებს, რომ ორი ლარის ფარგლებში ლარის მერყეობა ბუნებრივი იქნება, რადგან რეგიონში პროცესები არ დალაგებულა.

image_pdfimage_print

Comments

comments