კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე 10 დღე შუქნიშნები არ იმუშავებს

Похожее изображениеთბილისის მერიის ინფორმაციით, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები ათი დღე გათიშული იქნება. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.

მერიის ინფორმაციით, შუქნიშნები გაითიშება კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩა N75-თან, კოსტავას ქუჩა N77-თან, შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

შუქნიშნები ეტაპობრივად 10 დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩაირთვება. ამასთან, სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირდება და შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება. ქვეითთა შუქნიშნები შარტავას ქუჩის N7-თან, თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩის 42-თანაც დამონტაჟდება.

image_pdfimage_print

Comments

comments