“ძლიერთა თამაშებში” მონაწილე ქართველი სამხედროები ავსტრალიაში გააცილეს

На данном изображении может находиться: 7 человек, люди стоят, костюм и в помещенииსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ („INVICTUS GAMES 2018“) მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2018) ქართველი მონაწილეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მომავალშიც მაქსიმალურად შეუყწობს ხელს და წარმატების მიღწევაში მხარს დაუჭერს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს საერთაშორისო არენაზე 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი  სპორტის შვიდ სახეობაში მიიღებს მონაწილეობას: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ძლიერთა თამაშების“ მხარდამჭერი კამპანია ოფიციალურად 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო. კამპანიას საქართველოს შეიარაღებული ძალებიც შეუერთდა და ამის აღსანიშნავად გენერალური შტაბის ეზოში „Invictus Games“-ის ოფიციალური დროშა აღიმართა.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

.

 

image_pdfimage_print

Comments

comments