თბილისის მერია : შეძენილია 90 ახალი ავტობუსი, ხოლო 220 ერთეულზე ტენდერი გამოცხადდება

Похожее изображениеთბილისისთვის 90 ახალი ავტობუსი უკვე შეძენილია, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

„რეალურად ჩვენ რაც გვყავს მიკროავტობუსები და ავტობუსები, პიკის საათებში, არ არის საკმარისი. ერთი მიზეზია, რომ თავის დროზე მოხდა 200-მდე ავტობუსის ქსელიდან ამოღება, რის გამოც ხაზები დაიჩეხა. დღეს დედაქალაქში 530 ავტობუსი მუშაობს. 35-მდე ხაზი კი, აღსადგენია, ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს.

უბნები, რომელსაც მუნიციპალური ავტობუსები არ ემსახურება, კვლევის შედეგად ფრანგული კომპანია გამოავლენს და გამოკითხვების შედეგად, დავიწყებთ სწრაფად ამ ხაზების აღდგენას. ჩვენ საშუალებას მივცემთ მოსახლეობას იქ, სადაც მიკროავტობუსი მოძრაობს და ავტობუსი არა, ავტობუსმაც იმოძრაოს. ვგეგმავთ, რომ მთლიანად 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსი აღარ იყოს დედაქალაქში და ხაზები დალაგდეს იმდაგვარად, რომ სწრაფი გადაადგილების საშუალება შეიქმნას”,- განაცხადა  დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე, ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.

image_pdfimage_print

Comments

comments