ქართველმა სპორტსმენებმა მკლავჭიდის ჩემპიონატში 77 მედალი აიღეს

77 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან | მკლავჭიდი

13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე წარმატებით იასპარეზა.

შეჯიბრში მონაწილეობას 18 წლამდელთა, 21 წლამდელთა და უფროსების ნაკრებები იღებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე პარა-მკლავჭიდელთა ნაკრებმაც იასპარეზა, რომელმაც ქვეყანას 42 მედალი აჩუქა.

მთლიანობაში ქვეყნის ნაკრებმა 77 მედალი მოიპოვა – 39 ოქრო, 18 ვერცხლი და 20 ბრინჯაო.

პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი მოიპოვეს – 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

18-21 წლამდელებმა ჯამში 24 მედალი აიღეს – 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

ძირითადმა ნაკრებმა ნაკრებმა კი ჯამში 11 მედალი – 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღო.

1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments