2018 წელს საქართველოდან $5,57 მილიონის ღირებულების ჯემია ექსპორტირებული


Картинки по запросу джемыსაქართველოდან 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 5,57 მილიონი დოლარის ღირებულების ჯემია ექსპორტირებული. ამასთან, 2017 წელს ამ პროდუქციის ჯამურმა ექსპორტმა 6,8 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან სხვადასხვა დასახელების ჯემის ექსპორტი სწორედ 2017 წელს გაიზარდა. მანამდე კი, 2009-2016 წლებში, ექსპორტი საშუალოდ 300-600 ათასი დოლარის ფარგლებში იყო. ქართული ჯემი ძირითადად ევროკავშირის ბაზარზე გადის.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნებში წელს გერმანია, ავსტრია, ბელგია და სლოვაკეთი ლიდერობენ. მაგალითად, მაისში 689 ათასი დოლარის ღირებულების პარტია გერმანიის ბაზარზე გავიდა.

ჯემი ერთ-ერთი ახალი პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შემდეგ გავიდა.