საკვებისა და სამშენებლო მასალის ფალსიფიკაციის ფაქტებზე წელს პასუხისგებაში 21 პირი მიეცა

Картинки по запросу арестსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. მსგავსი ქმედებით მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლის ინტერესი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით 21 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

image_pdfimage_print

Comments

comments