მეცნიერებმა ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს


4131578242აშშ–ს სკრიპასის ინსტიტუტის მეცნიერბმა ნიკოტინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო  პრეპარატი შექმნეს, რომელიც ლაბორატორიულ თაგვებზე გამოცადეს.

სპეციალური ფერმენტი  NicA2-J1 მღრღნელის სისხლში შეყავდათ, შედეგად ნიკოტინი ტვინში მოხვედრამდე იშლებოდა. პრეპარატის გამოყენების წყალობით  ე.წ. უარის სინდრომი აღარ ვითარდება, რომელიც მწეველებს  მავნე ჩვევასთან ბრძოლაში უშლის ხელს .

“ეს ძალზე საინტერესო მიდგომაა, რადგან ნიკოტინზე დამოკიდებულებას აქვეითებს და არ იწვევს მასთან დაკავშირებულ  დანარჩენ მძიმე სიმპტმებს. ნივთიერება სისიხლის მიმოქცევის სიტემაში მოქმედებს და არა ტვინში, ამიტომ მისი გვერდითი ეფექტები მინიმალური უნდა იყოს.“ – აღნიშნა კვლევის ერთერთმა ავტორმა ოლივიე ჯორჯმა (Olivier George).

ფერმენტი NicA2-J1 წარმოადგენს ბუნებრივი ფერმენტის გაუმჯობესებულ ვერსიას, რომელსაც ბაქტერია Pseudomonas putida წარმოქმნის.

vokrugsveta.ru