როგორი სიყვარულით ეგბებიან ინგუშები პირველ პრეზიდენტს! – საოცარი კადრები

Похожее изображениеბოლო დროს “ფეისბუკზე” აღარ  შეისვლება  – “ნაცმოძრაობის” და “ქართული ოცნების ” მომხრეები ერთმანეთს წყევლიან და აგინებენ. ტელეარხებზეც დიდი აყალმაყალია.

წინასაარჩევნო პერიოდი მამლების ჩხუბს დაემსგავსა.  ვისღა ახსოვს დაპირებებები – ერთი მეორის დადანაშაულებაზე არიან გადასულები. საზოგადოებას ატამივით ხლეჩავენ. ბოღმა, შური და ზიზღი გავარვარებულ ლავასავით იღვრება. იმის მაგივრად, რომ მოსახლეობა სამოქალაქო დაპირისპირებას აარიდონ, შეარიგონ ერთმანეთს, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ახალ–ახალ კომპრომატებს აქვეყნებენ. სულ დავივიწყეთ ღირსება, ქართველობა, ადამიანობა…

ერთი შეხედეთ, როგორ მტკიცედ, ერთ მუშტად  შეკრული იდგნენ ინგუშები ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების დროს, როგორ იცავდნენ საკუთარ ინტერესებს, საკუთარ მიწა– წყალს. შეხედეთ,  როგორი სიხარულით და პატივისცემით ეგებებიან  ქვეყნის პირველ პრეზიდენტს რუსლან აუშევს.

ასეთი უნდა იყოს ერის ლიდერი, ქვეყნის მეთაური – პირდაპირი, ღირსეული, უშუალო. ქ. მაგასში შეკრებილ მრავალათასიან მიტინგზე რუსლან აუშევი ყოველგვარი დაცვის გარეშე მივიდა, მაშინ, როდესაც მოსალაპარაკებლად მოსული მოქმედი პრეზიდენტი ახლოს არ მიიკარეს და დაცვასთან ერთად გააძევეს.

image_pdfimage_print

Comments

comments