ცესკო – პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილიცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი, 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა  ანა მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით  ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი).

„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში – 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი – მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013  წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს,  აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს – 39.1 % იყო“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.

image_pdfimage_print

Comments

comments