პენსიონერები ინტერნეტ-კომუნიკაციებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში უფასოდ შეისწავლიან

პენსიონერები ისწავლიანეროვნული ბიბლიოთეკისა და “ლიბერთი ბანკის” ორგანიზებით, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ დარბაზში პენსიონერთა სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ Facebook-ისგვერდზე გაავრცელა.

კეკელიძის ინფორმაციით, პენსიონერთა სკოლაში უკვე დარეგისტრირდა 338 პენსიონერი. ისინი უფასოდ შეისწავლის კომპიუტერსა და ინტერნეტ-კომუნიკაციებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო პროექტია. ერთგვარი ხიდი თაობებს შორის – ტექნოლოგიების მეშვეობით. სასიხარულოა, რომ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე გულისხმობს სერიოზულ პერსპექტივას, რაც სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების კარგი თანამშრომლობის შედეგია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments