საქსტატი – ფასები გაიზარდა ტრანსპორტის, კომუნალური გადასახადების, ჯანდაცვის სფეროში

Картинки по запросу инфляцияსაქსტატი  ინფლაციის შესახებ 2018 წლის ოქტომბერის მონაცემებს აქვეყნებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ   წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ  0,3%,  წლიური ინფლაციის დონემ კი  2,3 % შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

1 ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 პ%–ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე;

2 ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,1 %);

3 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 0,7 %–ით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (1,5%);

4 ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,6 %–ით, რაც 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1,2 %), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,3 %) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0,2 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

1 ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,5 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,86 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,3%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2,4 %);

2 ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 6,1 %–ით, რაც 0,51 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (12,0 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3,8 %) და საავადმყოფოების მომსახურება (2,3 %);

3 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,7 %–ით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9,5 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,9 %);

4 საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,4 %–ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,37 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 %), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (4,2%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2,5 %) ქვეჯგუფებზე.

image_pdfimage_print

Comments

comments