“ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა”

“ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია ის, რომ წლიდან წლამდე იმატებს ჩვენს ქვეყანაში ბინადრობისა და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა. სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია.

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულებით, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა.” – აღნიშნა  კახა კალაძემ.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook ით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში  ტურისტების შესახებ თქვა, რომ საქართველოს “გაძვალტყავებული და ჯღანი” ტურისტები კია არა, მდიდარი შეიხები სჭირდება.

“ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან, არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან, ვინც ჩადიან, ინდუსები – მათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება მაგალითად, მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა, როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება. ჩვენ გვჭირდება ხარისხი ტურიზმის და არა რაოდენობა. ჩამოვიდეს მდიდარი ტურისტი რუსეთიდანაც, უკრაინიდანაც, ჩინეთიდანაც, რა თქმა უნდა გერმენელები, ინგლისელები, ამერიკელები – ესენი გვჭირდება”. – განაცხადა მიხეილ  სააკაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments