11 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან

Картинки по запросу 7 ნოემბერი2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. მაშინ  სპეცრაზმმა  რუსთაველის გამზირსა და  რიყეზე აქცია დაშალა, შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“. მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლდენი გაზი,  ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის  და არხის მაუწყებლობა გათიშვის შემდეგ საქართველოში  გამოცხადდა  საგანგებო მდგომარეობა და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს პატიმრობა 2014 წლის 1 აგვიტოს შეეფარდათ.
დღეს რუსთაველის თეატრში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს გააპროტესტებს.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი დგას რეალობის წინაშე, როდესაც – სააკაშვილის მოძალადე რეჟიმი კვლავ ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. ამიტომ, ყველა, ვინც ვაცნობიერებთ ამ საფრთხეს – ვალდებული ვართ, დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა საფუძვლიანი პრეტენზია და დავიცვათ ჩვენი მთავარი მონაპოვარი – თავისუფლება.Похожее изображение

7 ნოემბერს 14:00 საათზე, ყველაზე სიმბოლურ დღეს, მოდი რუსთაველის თეატრში თავისუფლების დასაცავად!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები, საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ წარმომადგენლები.

 

საზოგადოებამ – „მე ვიცავ თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა, რომლის ხელმომწერების განცხადებითაც, შეკრებაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

ამასთან, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ მშვიდობიან მსვლელობას – „გვახსოვს 7 ნოემბერი“ გამართავს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments