ერაყსა და სირიაში მოხალისეების წყალობით ისლამისტთა ტყვეობიდან ათობით ქრისტიანი ქალია დახსნილი

         ახლახანს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოფრაგმენტი, სადაც იეზიდი გოგონას ოჯახში დაბრუნების კადრებია ასახული. როგორც ცალკეული პიროვნებები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციები ქალების ტყვეობიდან დასახსნელად სოლიდურ თანხებს არ იშურებენ.

მძევლად ჩავარდნილ ქალებს ისლამისტები საგანგებოდ შექმნილ ტყვეთა ბაზრობაზე ხარჭებად ყიდიან. ექსპერტების მონაცემებით, დღესდღეობით “ისლამის ხალიფატის” მესვეურების ხელში 4 000-მდე ტყვე ქალია. მოხალისეები ასევე ნინევიაში მცხოვრებ ქალბატონებს ქურთების დაცვის ქვეშ მყოფ ქალაქ კირკუკში ევაკუაციაში ეხმარებიან.

უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხალისეთა სახელები არ მჟღავნდება, ქველმოქმედებას ისინი ფარულად ეწევიან, ხოლო მათ მიერ განთავისუფლებული გოგონების და ქალების რიცხვი უცნობია.

image_pdfimage_print

Comments

comments