"ნაციონალები" შერიგდნენ


Картинки по запросу უგულავა და სააკაშვილიფინეთის დედაქალაქში გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი შერიგდნენ. როგორც სააკაშვილმა  აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ერთი ოჯახია. ინფორმაციას “რუსთავი–2” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს პირველი კომუნიკაცია ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის მას შემდეგ, რაც “ევროპულმა საქართველომ” არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის საუბრის მთავარი თემა სწორედ არჩევნები იყო.

“გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, იმიტომ რომ რეალური ძალა აქვს პარლამენტს. დეოლიგარქიზაცია ქვეყნის ეხლა უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით. შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა, იმას უნდა მიანიჭოს, ვისაც ეს ეკუთვნის, ანუ იმ პროპორციით, რა პროპორციი9თაც ხალხი აირჩევს თავის მთავრობას,”-აღნიშნა გიგი უგულავა.