ბანკებმა 9 თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 162,5 მლნ ლარის მოგება მიიღეს


bpn2018 წლის მესამე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან 51,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით დაახლოებით 3,8 მლნ ლარით მეტია.

მეორე კვარტალში ბანკების სავალუტო შემოსავალი 47,6 მლნ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 3 კვარტალში მათ ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მთლიანად 162 573 723 ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან 3 კვარტალში კომერციული ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 157 632 053 ლარის მოგება მიიღეს.

bpn.ge