"ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის მიტაცება"


Картинки по запросу обама и трампაშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ობამას რეჟიმს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მან დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცება.

რუსეთთან ურთიერთობებზე დასმულ კითხვაზე, დონალდ ტრამპმა ივლისში, ჰელსინკიში პუტინთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ბევრი რამე განვიხილეთ: სირია, უსაფრთხოება, უკრაინაში არსებული ვითარება. იმ ფაქტზეც ვისაუბრე, რომ პრეზიდენტმა ობამამ დაუშვა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილის მიტაცება“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ  „ყირიმის ანექსირება პრეზიდენტმა პუტინმა მოახდინა“, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს ობამას რეჟიმი მოხდა.