ქვეყნის საგარეო ვალი ერთ თვეში 340 მილიონი ლარით გაიზარდა

Картинки по запросу лариსაქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში 340 მილიონი ლარით გაიზარდა.

ვალის ზრდა განპირობებული იყო ვალის კურსის ვარდნით, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ დოლარში აღებული ვალდებულებები 38 მლნ დოლარით შემცირდა.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13,789 მილიარდ ლარს (5,102 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა. 30 სექტემბრის მონაცემებით კი ვალის მოცულობა 13,441 მილიარდ ლარს (5,140 მლრდ დოლარს) შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 31 ოქტომბრის მდგომარეობით 2,897 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 1,885 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,111 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვალი კი 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით 336 192 000 ლარს შეადგენს.

bpn

image_pdfimage_print

Comments

comments