“ნაციონალური მოძრაობა საქართველოში რევოლუციას ვერ ეღირსება”

„ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება ნაციონალური მოძრაობის და მისი რუსი პიარ-ტექნოლოგების ფრაზებიდან, პირდაპირ საუბრობდა მაგალითად რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია, ასევე საუბრობდა სააკაშვილი იმაზე რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია ის მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა ისინი საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან”,- ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის  გრიგოლ ვაშაძის რუსი პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში ახალი რევოლუციის შესაძლებლობაზე საუბრობს.

„არსებობს შანსი იმისა, რომ დეკემბერში ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, მოხდეს არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ და ხელისუფლების ცვლა, არამედ მშვიდობიანი, ნამდვილი, დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია,“ რევოლუცია, სადაც არც დაბალ და არც მაღალ ფენებში აღარ შეუძლიათ და აღარც სურთ ძველებურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელშიც არ იქნება წაგებული. საქართველო გახდება ახალი ტიპისა და ახალი თაობის, უფრო ძლიერი, დემოკრატიული „სახელმწიფო-სტარტაპი.“ თანამედროვე მსოფლიოში ეს ერთადერთი გზაა მოქალაქეების განვითარებისა და ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ – წერს გრიგოლ ვაშაძის გუნდის მთავარი პოლიტტექნოლოგი რადიოსადგურ “ეხო მოსკვი”–ს საიტზე  გამოქვეყნებულ  სტატიაში.

 

image_pdfimage_print

Comments

comments