თევზის ქონი ინსულტის და ინფარქტის საწინააღმდეგო საშუალებად ცნეს

Похожее изображениеამერიკელმა მეცნიერება დაადგინეს, რომ თეზვის ქონისგან მიღებული სამკურნალო პრეპარატები სისხლძარღვთა დაავადებებისგან, მათ შორის ინფარქტისა და ინსულტისგან სიკვდილიანობის რისკს ამცირებენ. 

მეცნიერებმა ორი კვლევა ჩაატარეს. პირველ კვლევაში 8 ათასამდე ადამიანი მონაწილოებდა. მათ  ომეგა–3–უჯერი ცხიმმჟავისგან გამოყოფილ ნივთიერებას, ეთილ– ეიკოზაპენტაენის მჟავას აძლევდნენ. ეს ნივთიერება თევზის ქონისგან მოიპოვება და მას ათეროსკლეროზის განვითარების საწინააღმდეგოდ იყენებენ, რადგან ტრიგლიცერიდის დონეს ამცირებს. კვლევის შედეგებმა ცხადყვეს, რომ სისხლძარღვთა სისტემის პრობლემის მქონე პირებში, რომლებიც ეთილ–ეიკოზაპენტაენის მჟავას იღებენ, ინფარქტისა და ინსულტისგან გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.

მეორე კვლევაში 26 ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათგან ერთი ნაწილი ყოველდღიურად იღებდა ერთ გრამ პრეპარატს, რომელიც  როგორც ეიკოზაპენტაენის მჟავას, ასევე დოკოზაგეკსანის მჟავას შეიცავდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ  ომეგა–3–უჯერი ცხიმმჟავა გულის შეტევის რისკს 28% ამცირებს.

 Science Alert

 

image_pdfimage_print

Comments

comments